

| მთავარი გვერდი |
|
|
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის ასარჩევად
1. დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს მუშაობის 5 წლის გამოცდილება. 2. კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ინსტიტუტის საარჩევნო კომისიაში, რომელსაც თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ინფორმაცია განათლების და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების თაობაზე (CV) (შესაბამისი დოკუმენტებით) და სამოქმედო გეგმა. 3. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 28 მაისს და დასრულდება 14 ივნისს. განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მისამართზე: სტუ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, მე-3 სართული, კანცელარია, ტელ: 2 33 24 38. 4. არჩევნები გაიმართება სტუ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში 2012 წლის 18 ივნისს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
|
